მატრასის შერჩევის რჩევები

როგორ შევარჩიოთ მატრასი — რა უნდა ვიცოდეთ ყიდვამდე?

როგორ შევარჩიოთ მატრასი — რა უნდა ვიცოდეთ ყიდვამდე?

მატრასის არჩევისას მხოლოდ ფასი, გარეგნობა ან ზედაპირის სირბილე საკმარისი არ არის. ერთი და იგივე მატრასი სხვადასხვა ადამიანს განსხვავებულად ერგება.

 

სწორი არჩევანისთვის გაითვალისწინეთ წონა და აგებულება, ძილის პოზიცია, სასურველი სირბილე, მატრასის კონსტრუქცია და ის, მარტო გძინავთ თუ პარტნიორთან ერთად.

თუ ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემა გაქვთ ან ოპერაცია გადაიტანეთ, ზოგად რეკომენდაციებთან ერთად ექიმის რჩევაც გაითვალისწინეთ.

1. როგორ შევარჩიოთ სიმყარე ძილის პოზიციის მიხედვით?

უნივერსალური „სწორი" სიმყარე არ არსებობს. ის სხეულს და ძილის პოზიციას უნდა შეესაბამებოდეს.

გვერდზე ძილი

გვერდზე წოლისას მხარი და მენჯი მატრასს მეტად აწვება. ზედმეტად მყარ ზედაპირზე ეს უბნები საკმარისად ვერ ჩაიძირება. ამიტომ გვერდზე მძინარეს ხშირად საშუალო ან საშუალოზე რბილი ზედაპირი უფრო მოერგება. ძალიან რბილი მატრასი კი, განსაკუთრებით მაღალი წონისას, სხეულს ზედმეტად ჩაძირავს.

ზურგზე ძილი

მატრასმა სხეული თანაბრად უნდა მიიღოს და მენჯი ზედმეტად არ ჩაიძიროს. კარგი საწყისი არჩევანია საშუალო ან საშუალოზე მყარი მატრასი.

მუცელზე ძილი

ზედმეტად რბილ ზედაპირზე სხეულის შუა ნაწილი ჩაიძირება. ამ პოზიციისთვის საშუალო ან შედარებით მყარი ზედაპირი სჯობს.

თუ პოზიციას ხშირად იცვლით

კარგი საწყისი არჩევანია საშუალო სიმყარის მატრასი, რომელიც სხვადასხვა პოზიციას ადვილად ერგება.

2. რატომ არის მნიშვნელოვანი წონა?

მსუბუქი ადამიანი ზედაპირზე ნაკლებად ჩაიძირება, მაღალი წონის ადამიანი კი იმავე მატრასს უფრო რბილად აღიქვამს. ამიტომ წარწერა „რბილი", „საშუალო" ან „მყარი" საკმარისი ინფორმაცია არ არის. წონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა მატრასს ორი ადამიანი იყენებს.

3. რა ზომის მატრასი ავირჩიოთ?

ერთი ადამიანისთვის ჩვეულებრივ 80–120 სმ სიგანეა, ორისთვის 140–200 სმ. სიგრძე სიმაღლეზე დაახლოებით 15–20 სმ-ით მეტი უნდა იყოს. ყიდვამდე საწოლის შიდა ზომა გაზომეთ. „რბილ სახლში" მატრასს ნებისმიერი ზომით ვამზადებთ, არასტანდარტული სიგრძითაც.

4. როგორი მატრასი შევარჩიოთ წყვილისთვის?

ორივესთვის კომფორტულ სირბილესთან ერთად მნიშვნელოვანია მოძრაობის გადაცემაც. ჯიბის ზამბარები დამოუკიდებლად მუშაობს და პარტნიორის მოძრაობას ნაკლებად გადასცემს, ვიდრე დაკავშირებული ბონელის ზამბარები. ამიტომ წყვილისთვის, განსაკუთრებით თუ პარტნიორებს განსხვავებული წონა ან ძილის ჩვევები აქვთ, ჯიბის ზამბარიანი მატრასი ხშირად პრაქტიკული არჩევანია.

5. ზამბარიანი თუ უზამბარო მატრასი?

არც ერთი ტიპი არ არის ყოველთვის უკეთესი.

  • ბონელის ზამბარები ერთმანეთთან დაკავშირებულია. კონსტრუქცია მარტივი და ეკონომიურია, მოძრაობა კი უფრო შესამჩნევი.
  • ჯიბის ზამბარები დამოუკიდებლად მუშაობს, დატვირთვას ადგილობრივად პასუხობს და მოძრაობას ნაკლებად გადასცემს.
  • უზამბარო მატრასებში ზამბარა არ არის. სიმყარე ბაზისა და ზედა ღრუბლის ფენების კომბინაციით იქმნება.

ხარისხს ტიპი კი არ განსაზღვრავს, არამედ მასალები, მათი სიმკვრივე, სისქე და დამზადება.

6. რას ნიშნავს „ორთოპედიული" და „ანატომიური"?

ორთოპედიული არ ნიშნავს მყარს და ერთიანი სტანდარტი არ არსებობს. ორთოპედიული ეფექტი მატრასის უნარია, ხერხემალი ძილის დროს ბუნებრივ მდგომარეობაში დატოვოს. ანატომიური კი იმას ეხება, რამდენად ერგება ზედაპირი სხეულის კონტურებს. ვრცლად: ორთოპედიული მატრასი და ანატომიური მატრასი.

7. რამდენად მნიშვნელოვანია მატრასის სიმაღლე?

სიმაღლე ხარისხის მაჩვენებელი არ არის. მნიშვნელობა აქვს იმას, რისგან შედგება ის: რა ბაზა და რა ფენებია გამოყენებული. პირობითად:

  • 15–20 სმ: დაბალი მატრასები;
  • 20–30 სმ: საშუალო სიმაღლის;
  • 30 სმ-ზე მეტი: მაღალი.

8. როდის ღირს ორმხრივი მატრასი?

ორმხრივი მატრასი ღირს მაშინ, როცა მის ორ მხარეს განსხვავებული სიმყარე აქვს, მაგალითად ერთ მხარეს რბილი ფენა, მეორეზე მყარი. ასე ორი შეგრძნებიდან ირჩევთ. თუ ორივე მხარე ერთნაირია, ეს თავისთავად დიდ უპირატესობას არ იძლევა.

9. როდის ჯობია ტოპერი?

კარგი მატრასი + არასასურველი სირბილე → ტოპერი შეიძლება იყოს გამოსავალი.
ჩაწოლილი ან დაზიანებული მატრასი → ახალი მატრასი.

10. კითხვარი ყიდვამდე

უპასუხეთ ამ კითხვებს:

  • რამდენია ჩემი წონა (და პარტნიორის წონა)?
  • რა პოზაში მძინავს ყველაზე ხშირად?
  • მარტო მძინავს თუ პარტნიორთან ერთად?
  • როგორი ზედაპირი მომწონს: რბილი, საშუალო თუ მყარი?
  • ზამბარიანი მირჩევნია თუ უზამბარო?
  • რამდენად მნიშვნელოვანია მოძრაობის ნაკლები გადაცემა?
  • რა ზომა მჭირდება და რა მდგომარეობაშია საწოლის ძირი?
  • მაქვს თუ არა სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც გასათვალისწინებელია?

პასუხები გამოგვიგზავნეთ Messenger-ში ან დაგვირეკეთ, და მოდელს

მსგავსი სტატიები

რბილი სახლი

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: თბილისი, რამაზ შენგელიას ქ. N7

სამუშაო საათები:
ორშ–პარ 10:00–18:00
შაბ 11:00–14:00

ტელ: +995 558 75 57 23

ელ-ფოსტა: info@rbilisakhli.ge
rbilisakhli@gmail.com

[საერთო]

ზოლი: უფასო მიწოდება | თბილისი, მცხეთა, რუსთავი · 3–4 სამუშაო დღე

ზოლი: საკუთარი წარმოება | თბილისში · მზადდება შეკვეთით

გარანტიის ზოლი: გარანტია | პირობები

შეფასების განმარტება: შეფასება ეფუძნება ჩვენს გამოცდილებას.

[/საერთო]