უზამბარო მატრასები
უზამბარო მატრასები მთლიანად ღრუბლის სხვადასხვა ფენისგან მზადდება. ქვედა ფენა ქმნის მყარ საფუძველს, ზედა ფენები კი განსაზღვრავს მატრასის სირბილესა და კომფორტს. ზამბარების არარსებობის გამო მატრასი მუშაობს უხმაუროდ და მოძრაობა ზედაპირზე ნაკლებად ვრცელდება.
თითოეულ მოდელზე მითითებულია სირბილე 10-ბალიან სკალაზე და სიმაღლე. დაგეხმარებით შეარჩიოთ თქვენი წონისა და ძილის პოზიციის შესაბამისი მოდელი.
