განახლებულია: 15.10.2026
ეს გვერდი ეხება ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას, როცა მატრასი უნაკლოა, მაგრამ მომხმარებელმა გადაიფიქრა. ნაკლის (ბრაკის) შემთხვევაში იხილეთ გარანტია და მოვლის წესები.
1. უარის თქმის უფლება
ვებგვერდით, ტელეფონით ან Messenger-ით (დისტანციურად) შეძენისას მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე თქვას უარი ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მატრასის მიღებიდან, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად.
2. როდის არ ვრცელდება
უარის თქმის უფლება არ ვრცელდება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებულ მატრასზე, კერძოდ, არასტანდარტული სიგრძის (200 სმ-ისგან განსხვავებული) მატრასზე (იმავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი).
3. როგორ ვისარგებლოთ
- 14 დღის ვადაში გვაცნობეთ უარის თქმის შესახებ: ელ. ფოსტით
This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it. , Messenger-ით ან ტელეფონით +995 558 75 57 23. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული ფორმა. - შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა დააბრუნეთ მატრასი მისამართზე: ქ. თბილისი, რამაზ შენგელიას ქ. N7 (სამუშაო საათებში).
- დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯს იხდის მომხმარებელი.
4. მატრასის მდგომარეობა
- მომხმარებელს შეუძლია დაათვალიეროს მატრასი ისე, როგორც მაღაზიაში დაათვალიერებდა. გირჩევთ, 14 დღის განმავლობაში არ მოხსნათ პოლიეთილენის შეფუთვა, თუ დაბრუნებას განიხილავთ.
- თუ მატრასზე ჩანს გამოყენების კვალი (ლაქა, სუნი, დეფორმაცია, დაზიანება), რაც აღემატება მისი მახასიათებლების შესამოწმებლად საჭირო მოპყრობას, დასაბრუნებელი თანხიდან დაიქვითება მატრასის ღირებულების შემცირების ოდენობა.
5. თანხის დაბრუნება
- გადახდილ თანხას, მიწოდების სტანდარტული ღირებულების ჩათვლით, ვაბრუნებთ არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა უარის თქმის შეტყობინების მიღებიდან.
- თანხა ბრუნდება გადახდის იმავე საშუალებით, თუ სხვა რამეზე არ შევთანხმდით.
- თანხის დაბრუნება შესაძლოა შეჩერდეს მატრასის დაბრუნებამდე ან გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებამდე.
- განვადებით შეძენისას, ხელშეკრულებაზე უარის თქმა ავტომატურად იწვევს განვადების (დაკავშირებული) ხელშეკრულებიდან გასვლას. ანგარიშსწორება ხდება ბანკთან.
6. უარის თქმის ფორმა
(შეავსეთ და გამოგვიგზავნეთ, თუ გსურთ ხელშეკრულებაზე უარის თქმა)
ადრესატი: შპს „რბილი სახლი“, ქ. თბილისი, რამაზ შენგელიას ქ. N7,
ვაცხადებ, რომ ვამბობ უარს შემდეგი პროდუქციის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე: ____________
შეკვეთის თარიღი: ________ მიღების თარიღი: ________
მომხმარებლის სახელი, გვარი: ____________
მომხმარებლის მისამართი: ____________
ხელმოწერა (ქაღალდზე შევსებისას): ________ თარიღი: ________
