ჯიბის (შეფუთულ) ზამბარიანი მატრასი

მატრასი ჯიბის (შეფუთულ) ზამბარებზე ბუნებრივი ლატექსით

620,00 GEL
ზომა

The add to cart button will appear once you select the values above

Specifications

ჯიბის ზამბარა · ბუნებრივი ლატექსის ზედაპირი
ჯიბის დამოუკიდებელი ზამბარები სხეულის დატვირთვას ინდივიდუალურად ერგება, 4 სმ ბუნებრივი ლატექსი კი ზედაპირს ელასტიურს ხდის — სხეულის ფორმას სწრაფად იღებს და მოძრაობისას მალევე აღიდგენს.
7.5
რბილი
9
8
6.5
ჯიბის ზამბარა, 320–325 ზამბარა/მ²
თექა; ჯიბის ზამბარები; Soft ღრუბელი 3 სმ; ბუნებრივი ლატექსი 4 სმ; დარბილებული ქსოვილი + თხელი სინთეპონი
27 სმ
125 ± 5 კგ ერთ ადამიანზე
ცალმხრივი
5 წელი
დამოუკიდებელი ზამბარები — ინდივიდუალური რეაგირება
ჯიბის ზამბარების სისტემაში თითოეული ზამბარა ცალკე ქსოვილის ჯიბეშია მოთავსებული და დატვირთვაზე დამოუკიდებლად რეაგირებს: მძიმე ნაწილები (მხარი, მენჯი) უფრო ღრმად იძირება, წელი კი საყრდენს ინარჩუნებს. ასე ხერხემალი ბუნებრივ მდგომარეობაში რჩება, და სწორედ ეს არის ორთოპედიული ეფექტი. ამავე დროს, მატრასი სხეულის კონტურებს უკეთ ერგება და ზამბარიან მატრასებს შორის საუკეთესო მოძრაობის იზოლაციას იძლევა: მატრასის ერთ მხარეს მოძრაობა მეორე მხარეს არ იგრძნობა.
ბუნებრივი ლატექსი — ელასტიური და სწრაფად აღდგენადი ზედაპირი. 4 სმ ბუნებრივი ლატექსი სხეულის ფორმას სწრაფად იღებს და მოძრაობისთანავე აღიდგენს პირვანდელ ფორმას, ამიტომ საწოლში გადაბრუნება მარტივია. პერფორაცია ჰაერის თავისუფალ მოძრაობას ხელს უწყობს. ქვემოთ მოთავსებული 3 სმ Soft ღრუბელი ზედაპირს დამატებით არბილებს.
მათთვის, ვისაც ელასტიური, მაგრამ რბილი ზედაპირი მოსწონს და არ უნდა, რომ მატრასზე მოძრაობისას ზედაპირი ნელა აღდგეს. განსაკუთრებით კარგი არჩევანია მათთვის, ვისაც ხშირად ეცვლება ძილის პოზიცია და სურს, რომ მატრასი სხეულის ფორმას სწრაფად მოერგოს და მოძრაობისას თავისუფლად გადაბრუნება შეძლოს.
ჯიბის დამოუკიდებელი ზამბარები სხეულის დატვირთვას ცალკეულად ანაწილებს, ამიტომ მატრასი კარგი არჩევანია წყვილებისთვისაც — ერთი ადამიანის მოძრაობა მეორეს ნაკლებად გადაეცემა.
საშუალო ან უფრო მკვრივი ზედაპირი → ჯიბის ზამბარა + ორთოპედიული ღრუბელი; ბიუჯეტური ვარიანტი → ბონელის ზამბარა + Soft ღრუბელი; ძალიან ხისტი ზედაპირი → უზამბარო, გრანულის ბაზაზე; ძალიან მაღალი წონა → უზამბარო, გრანულაზე ან Soft ღრუბელზე
უფრო ხელმისაწვდომი = ჯიბის ზამბარა · Soft; უფრო რბილი = ჯიბის ზამბარა · მემორი

ჯიბის (შეფუთულ) ზამბარიანი მატრასი

თითოეული ზამბარა მოთავსებულია ცალკე ქსოვილის ჯიბეში და დამოუკიდებლად რეაგირებს სხეულის დატვირთვაზე. ეს ხელს უწყობს სხეულის ფორმასთან უკეთ ადაპტაციას და ამცირებს მოძრაობის გადაცემას მატრასის მეორე მხარეს — განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წყვილებისთვის.

მატრასის სირბილეს განსაზღვრავს ზედა კომფორტის ფენები. თითოეული მოდელის სირბილე მითითებულია 10-ბალიან სკალაზე.

გარანტია — 5 წელი.

რბილი სახლი

საკონტაქტო ინფორმაცია

მის: თბილისი, რამაზ შენგელიას ქ. N7

სამუშაო საათები:
ორშ–პარ 10:00–18:00
შაბ 11:00–14:00

ტელ: +995 558 75 57 23

ელ-ფოსტა: info@rbilisakhli.ge
rbilisakhli@gmail.com

[საერთო]

ზოლი: უფასო მიწოდება | თბილისი, მცხეთა, რუსთავი · 3–4 სამუშაო დღე

ზოლი: საკუთარი წარმოება | თბილისში · მზადდება შეკვეთით

გარანტიის ზოლი: გარანტია | პირობები

შეფასების განმარტება: შეფასება ეფუძნება ჩვენს გამოცდილებას.

[/საერთო]